ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ნამუშევრები მასწავლებელთა კონფერენციის ფარგლებში გამოიფინა
19-07-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მოსწავლეები აქტიურად ასრულებენ საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს. 

მოსწავლეთა შესრულებული დავალებები მასწავლებელთა კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გამოიფინა. 

3 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით, მასწავლებელთა კონფერენცია -2023 „ინოვაციები და გამოწვევები ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში“ (კომპლექსური დავალება - მოსწავლის პიროვნული განვითარების გზა) გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით მოეწყო, მათ მიერ შექმნილი ნამუშევრებისა და პოსტერების გამოფენა, სადაც  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა ჯაბუამ, კახაბერ შამფრიანმა და მონიკა ებრალიძემ ფიზიკასა და ბუნებისმეტყველებაში (პედაგოგები: ნინო ფარცვანია და ირმა ბუკია) შესრულებული კომპლექსური დავალებები წარადგინეს.

მოსწავლეთა ნამუშევრებმა ღონისძიების სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203