ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ტაეკვანდოში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატ​ზე
19-07-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას ზეიმობენ. 

სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ ქვემოთიანმა, გიორგი მუმლაძემ, თამთა პავლაძემ, მიხეილ დვალმა და რეზო ფერაძემ ტაეკვანდოში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. მოსწავლეებმა მოწინავე ადგილები დაიკავეს:

  • მარიამ ქვემოთიანი - I ადგილი;
  • გიორგი მუმლაძე - I ადგილი;
  • თამთა პავლაძე - II ადგილი;
  • მიხეილ დვალი - III ადგილი;
  • რეზო ფერაძე - III ადგილი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, კიდევ ერთხელ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ მწვრთნელს დავით არჩვაძეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ტაეკვანდოში ღირსეულ წარმატებებს.

მადლობას ვუხდით, ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტს, ტაეკვანდოს იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს, რომელთა ინიციატივითა და გადაწყვეტილებით წარმატებულ სპორტსმენებს გადაეცათ ფულადი ჯილდო საპრიზო ადგილების მიხედვით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203