ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია ბერაძე მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობდა 
19-07-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ. 

მათ შორისაა პედაგოგი მზია ბერაძე, რომელიც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის გამართულ ეროვნული კონფერენციაში - „დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება“ მონაწილეობდა. 

კონფერენცია პედაგოგისთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, პედაგოგი კონფერენციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ კონფერენცია პედაგოგებისთვის ნამდვილ პროფესიულ დღესასწაულად იქცა. 

„დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, იმდენი დადებითი ემოცია ახლდა თან, იმდენი ფერადი და ძვირფასი მეგობარი გავიცანი, იმდენი სიახლე გაგვიზიარეს, მეც ვერ ვიჯერებ ერთ დღეში ამდენი ბედნიერების ჩატევა როგორ შევძელი. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, როდესაც ქალბატონი ლალი, (ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე), უსაყვარლესი მარინა ვეფხვაძე და მადონა ულუმბელაშვილი შენს გვერდითაა. ქალბატონო ლალი, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი უშუალო ადამიანი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ხელმძღვანელი. მხიარული, სავსე, ნათელი ბუნების ადამიანია - უამრავი კარგი რამ შეიძლება ისწავლო მისგან. დიდხანს გამყვება ეს ემოციები - ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო. სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას საუკეთესო ხელმძღვანელი ჰყავს. უღრმესი მადლობა ქალბატონ მაია კობახიძეს ნაყოფიერი და საჭირო ინფორმაციით სავსე დღის ორგანიზებისათვის. დიდი მადლობა კონფერენციის თითოეულ მონაწილეს და ორგანიზატორს. თქვენ ნამდვილი პროფესიული დღესასწაული აჩუქეთ პედაგოგებს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203