
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოწაფეებს როგორც სკოლის შიდა, ისე გარე ღონისძიებებში რთავენ და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს 23 ივნისს, მსოფლიო ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულში მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, გარბენი (დევებიდან სპორტსკოლამდე) მოეწყო, რომელშიც ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის პატარა მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ შეჯიბრში საპრიოზო ადგილები დაიკავეს ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის შემდეგმა მოსწავლეებმა:
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ბავშვებს მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: