კასუმლოს საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში გოგონათა ტურნირი გაიმართა
19-07-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში, მარადისელ მოსწავლეთა ორგანიზებით, მინი ფეხბურთში გოგონათა გუნდებს შორის ტურნირი ჩატარდა. 

ტურნირში 4 სკოლის გოგონათა გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის იყო კასუმლოს საჯარო სკოლის გუნდი. 

ტურნირი წარმატებით წარიმართა, მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. პირველ ადგილზე ხიხანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გავიდა, რომელსაც თასი გადაეცა, დანარჩენი გუნდები კი მედლებითა და ორი ფეხბურთის ბურთით დაჯილდოვდნენ. 

კასუმლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ. 

„ყველა გუნდს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ კასუმლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203