ხულოს მუციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლამ წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებას უმასპინძლა
18-07-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში „რონდელის ფონდის“ განხორციელებულ აქტივობებში მონაწილე და გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში მუნიციპალიტეტის სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს, „რონდელის ფონდის“ წარმომადგენლებს, ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელობასა და მასწავლებლებს უმასპინძლეს. 

სასწავლო წლის განმავლობაში „რონდელის ფონდის“ განხორციელებულ აქტივობებში მონაწილე/გამარჯვებული მოსწავლეები ორგანიზატორებმა სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს. გრანდიოზულ ღონისძიებას კი განახლების საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლიდან წარდგენილი იყო 4 მოსწავლე - ქეთი ცეცხლაძე, ლუკა იაკობაძე, ენრი ჯაყელი და გიორგი ოჯახიშვილი. მათგან ენრი, გიორგი და ქეთი ყურსასმენებით დასაჩუქრდნენ. ლუკა იაკობაძე კი მობილური ტელეფონით დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„შრომა მუდმივად ფასდება. გილოცავთ, ბავშვებო, წარმატება სამომავლოდ თქვენ და თქვენს მეგობრებს!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203