სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს? - დეტალური ინფორმაცია
23-07-2023
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასარულს უახლოვდება და აბიტურიენტები ქულების მოლოდინში არიან. როგორც წესი, პირველად შედეგების გამოცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგვისტოს პირველი ნახვევრიდან იწყებს ხოლმე - სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს? - აღნიშნულ კითხვას NAEC პასუხობს
ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა.
ყველა აბიტურიენტს ასევე ექნება შესაძლებლობა, შედეგებთან ერთად ნახოს პასუხების ფურცლები და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს