მარნეულის N5 სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ნათია მეტრეველი სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა 
18-07-2023

მარნეულის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

მათ შორისაა, ბიოლოგიის პედაგოგი ნათია მეტრეველი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. 

7 ივლისს „ასოციაცია ბიოს“ ორგანიზებით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი თემაზე: „თანამედროვე გამოწვევები, გადაჭრის გზები და სწავლების მეთოდები“.

ფორუმზე მიწვეული იყო მარნეულის N5 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ნათია მეტრეველი, საკონფერენციო თემით: „ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია გარდატეხის ასაკში“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფორუმის უმთავრესი მიზანი იყო, რომ პედაგოგებს, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით, ესაუბრათ თავიანთ ხედვებსა და მიღწევებზე.

საერთაშორისო ფორუმი, სადაც არაერთი საყურადღებო და ღირებული მოხსენება გაკეთდა, დატვირთული იყო პროფესიული ხასიათის საინტერესო აქტივობებითაც.

ფორუმის დასასრულს პედაგოგებისთვის სასიამოვნო და დაუვიწყარ განტვირთვას წარმოადგენდა ულამაზესი ქალაქის, სტამბოლის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203