„გმადლობთ, ბიჭებო, ამ სიხარულისა და სიამაყისთვის“ - მარნეულის N6 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდი ქვემო ქართლის ჩემპიონია
18-07-2023

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის მოსწავლეთა გუნდი სასკოლო ლიგის ქვემო ქართლის ჩემპიონია. 

„ქვემო ქართლის სასკოლო ლიგა 2023“, კამპანია -  „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, ჩატარდა. სასკოლო ლიგაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ოცი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. 

ფინალური შეჯიბრი გარდაბნის მინი საფეხბურთო მოედანზე მარნეულის N6 სკოლასა და კრწანისის სკოლას შორის წარიმართა. დაძაბულ ბრძოლაში, ქვემო ქართლის მასშტაბით გამარჯვება მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

მარნეულის N6 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდს გულშემატკივრობდნენ სკოლის დირექტორი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„მეექვსე სკოლის ყველა გულშემატკივარს გილოცავთ! ჩვენი გუნდი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ქვემო ქართლის ჩემპიონია! ღირსეულ მოწინააღმდეგეებთან დაძაბული მატჩების შედეგს ვზეიმობთ! გმადლობთ, ბიჭებო! ამ სიხარულისა და სიამაყისთვის დიდი მადლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური ქსელის გვერდი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203