
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგებმა, დირექციის მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე დადებითად აისახა. პედაგოგები სასწავლო წლის დასრულების შემდეგ შრომის შედეგს იმკიან და მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ.
მათ შორისაა, „რონდელის ფონდის“ პროექტში მიღწეული წარმატება. სკოლის რვა მოსწავლე ფონდმა საგანმანათლებლო პროექტში მოპოვებული მაღალი შედეგებისთვის ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ვიქტორინაში გამარჯვებული ბავშვები არიან:
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას აღნიშნავენ და ახალგაზრდებს წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, ჩვენს სკოლას სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ბარაქიანი შემოდგომა უდგას. „რონდელის ფონდმა“ ჩვენი სკოლის რვა მოსწავლე, რომლებმაც მაღალი შეფასებები მიიღეს ორი მობილური ტელეფონით, ორი პლანშეტითა და ოთხი საზაფხულო ბანაკის საგზურით დააჯილდოვა. ვულოცავთ, თითოეულ მათგანს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ვულოცავთ, ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგს, რამეთუ დიდია მათი წვლილი ამ წარმატებაში. ვულოცავთ, მშობლებს, ჩვენს თემს... ამ ბავშვების ჯგუფის ხელმძღვანელს - როენა ხოზრევანიძეს. ბევრი ხვავიანი წელიწადი ჩვენს ბავშვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: