
ბათუმის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში მუშაობს მშობელთა კლუბი. კლუბის საქმიანობა კი ბავშვების კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
სკოლაში, მშობელთა კლუბის მუშაობის ფარგლებში, ნორვეგიის ელჩსა და UNICEF-ის წარმომადგენელს უმასპინძლეს.
შეხვედრა მეტად ნაყოფიერი და ინფორმაციული აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა და მათი თანამონაწილეობა კი ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანესია.
იხილეთ ფოტოები: