
თბილისის N104 საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე არაერთ საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ, მათ შორისაა - „მე მიყვარს ჩემი ქალაქი“.
აღსანიშნავია, რომ პროექტში, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ძველი თბილისის სხვადსხვა უბანში 4 ენაზე ( ქართული, სომხური, რუსული, ინგლისური) წაიკითხეს ლექსები.
აღსანიშნავია, რომ პროექტი საკმაოდ საინტერესო, ემოციური და ამაღელვებელი იყო.
პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: ქართული ენის მასწავლებელი ლია ნაცვლიშვილი, სომხური ენის მასწავლებელი კარინე ოგანეზოვი, რუსული ენის მასწავლებელი ირინა ჟამკოჩიანი და ინგლისური ენის მასწავლებელი ჰრიფსიმე ეღშატიანი.
სკოლა, ასევე, მადლობას უხდის ერთ-ერთ მშობელს, რომელიც სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა.
„მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა მშობელს ქრისტინე არზუმანიანს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: