თბილისის N37 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ნიკა სარქისიანი საზეიმოდ დაჯილდოვდა
თბილისის N37 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა განვითარებაზეც, 12 წლის განმავლობაში, პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავდნენ. მშობლიური სკოლა ამჯერად მედალოსანმა ნიკა სარქისიანმა ასახელა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ამავე რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებაზე ნიკა სარქისიანს სიგელი და სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა. გარდა ამისა, გაწეული შრომისათვის, სიმბოლურად, სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი დასაჩუქრდნენ.
„მადლობას მოვახსენებთ ჩუღურეთის რაიონის გამგეობას გამოვლენილი ყურადღებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: