თბილისის N36 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ
14-07-2023
თბილისის N36 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, ახალგაზრდების განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამის დასტურია ის, რომ სკოლას არაერთი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს. ამჯერად, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ილიას ბაღში ამავე რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 

ღონისძიებაზე თბილისის N36 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: ნანა ზამთარაძე, სევილა მუსაევი, ლოლიტა ხალვაში და სალომე ბარათაშვილი იყვენენ წარდგენილნი. მათ სიგელი და სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

„ვამაყობთ ჩვენი წარჩინებული მოსწავლეებით და ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203