თბილისის N29 სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა განახორციელეს
14-07-2023
თბილისის N29 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

ერთ-ერთი ასეთი იყო პირველკლასელებთან განხორციელებული პროექტი, რომელიც წიგნის კითხვის მნიშვნელობის გაცნობიერებას ემსახურებოდა. აღნიშნულ დღეს მათ კითხვის საჭიროების მიმართ ცნობიერება აიმაღლეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.

სკოლაში ასევე ჩატარდა შემოდგომის ფესტივალი, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

სკოლაში ასევე აკადემიური წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოცა სხვადასხვა ისტორიულ და მნიშვნელოვან თარიღებს. 

გამონაკლისი არც 9 აპრილი ყოფილა, რომელთან დაკავშირებით სკოლაში პრეზენტაცია „9 აპრილიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამდე“ თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაიმართა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ასევე ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ და  9 აპრილის აქციის მონაწილეებისა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - პერფორმანსი ჩატარდა.

სკოლაში ასევე, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. მათ საინტერესო ნაწარმოებები წაიკითხეს, კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს. 

მოსწავლეები ასევე სხვადასხვა ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

ამის მაგალითია სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული ქართულ-იაპონურ კულტურათა დიალოგის ღონისძიება, სადაც ბავშვებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

სკოლაში ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას ხელს უწყობენ. სწორედ ამიტომ,  სკოლაში საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

მოსწავლეები სკოლაში ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ მათ უფლებებს. ამასთან დაკავშირებით კი პრეზენტაცია - „კონსტიტუცია და ბავშვები“ გაიმართა. 

პრეზენტაციაზე მათ ბავშვთა უფლებებზე და საჭიროებებზე ისაუბრეს.

აკადემიური წლის განმავლობაში ასევე ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საქველმოქმედო პროექტები ჩატარდა და შეხვედრა იაპონელ სპეციალისტ მაი ოგიზავასთან მოეწყო.

აღსანიშნავია, ასევე „ჯონათან გალიბლის თავგადასავლის“ ახალი გამოცემის განხილვა და „ამერ-იმერის“ საავტორო გადაცემის საცდელი ვერსიის ჩაწერა, რომლებშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ.

სკოლის თვითმმართველობა მთელი წლის განავლობაში ორიენტირებული იყო მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203