
თბილისის N24 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგ ირმა გახოკიასთვის.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მე-4 გ კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებმა პირველ მასწავლებელს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგმა კი მათ სიყვარულით აღსავსე სიტყებით მიმართა და მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა.
„გამორჩეული გუნდურობით, ურთიერთპატივისცემითა და ერთურთის სიყვარულით მიილია სიკეთის, სიყვარულისა და მეგობრობის 4 წელი, წლები, რომლებიც აღსავსე იყო ახალი გამოწვევებითა და სიახლეებით სწავლების პროცესში, საინტერესო, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სასწავლო აქტივობებით გაჯერებული წლები ერთად გავიარეთ! წლები, რომლებსაც ერთად წარმატებით გავუმკლავდით და ახლა თქვენს ცხოვრებაში იწყება სწავლების მორიგი ეტაპი, უფრო დიდი გამოწვევებით აღსავსე!
მადლობა, ჩემები რომ გერქვათ სახელად!
განსაკუთრებული მადლობა თქვენს მშობლებს სიყვარულისა და უპირობო თანადგომისთვის!
ჯანმრთელობა, წარმატებები და ბედნიერების ულევი წლები რქმეოდეს თქვენი გზასავალი ცხოვრების თითოეულ ეტაპს. სიკეთის, მადლიერებისა და წარმატებების გზებით გევლოთ მუდამ, ჩემო ტკბილო თვალხატულებო!“ , - აღნიშნავს პედაგოგი ირმა გახოკია.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ირმა გახოკიას მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის.
იხილეთ ფოტოები: