თბილისის N143 სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, „ჯარის ბანაკში“ იმყოფებოდნენ
თბილისის N143 საჯარო სკოლაში ორი წელია მიმდინარეობს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის საპილოტე ქვეპროექტის - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ პროგრამის ფარგლებში, 25-ივნისიდან 30-ივნისის ჩათვლით, თბილისის N143 საჯარო სკოლის ცამეტი მოსწავლე, იმყოფებოდა კოჯორში, პროექტისთვის შექმნილ „ჯარის ბანაკში“.
„ჯარის ბანაკში“ ყოველი დღე განსხვავებული და სიახლეებით დატვირთული იყო. ბავშვები ბანაკში სამხედროებთან ერთად ჩაერთვნენ საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციაში, მათ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საინჟინრო და სამთო მომზადებაში.
ბანაკში ყოფნის პერიოდში მოსწავლეებს ასევე ჰქონდათ თავისუფალი დროც, რომლის განმავლობაშიც ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. ბავშვები აღფრთოვანებულები და დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ“,- გვიყვებიან სკოლაში.