„თქვენ ხართ ქვეყნის ღირსეული მომავალი“ - თბილისის N191 სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ 
14-07-2023
თბილისის N191 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახა. სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

გლდანის რაიონის საკრებულოს დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის და ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის ნანა ციმაკურიძის ორგანიზებით, გაიმართა 2023 წლის ოქროსმედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება.

ღონისძიებაზე სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ თბილისის N191 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს. 

სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობას უხდიან. 

„მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, მშობლებს, დირექციას, მასწავლებლებს, გვეიმედებით, თქვენ ხართ ქვეყნის ღირსეული მომავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203