ჭალადიდის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმატებებით დახუნძლული წლის პოზიტიური დასასრული
14-07-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომლის წევრებიც დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს.
ანსამბლის წევრებმა წარმატებებით დახუნძლული წელი პოზიტიურად დაასრულეს.
სკოლაში ნორჩ მოცეკვავეებს და მათ ხელმძღვანელს კიდევ მეტ წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.
„მადლობა, ბატონ ჯამბული ქარდავას, ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელს, წინსვლა და წარმატებები მას და მის ნორჩ მოცეკვავეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.