„ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!“-კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და შესაძლებლობებზე დადებითად აისახა.
მათ შორის აღსანიშნავია, IVბ კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება - „ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!“.
მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ლუიზა ვერულიძის ხელმძღვანელობით, წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს, დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: