„ვინ უკეთ, ვინ სწრაფად“ - აბაშის N1 საჯარო სკოლის მერვეკლასელთა საინტერესო ვიქტორინა
14-07-2023
აბაშის N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივ განათლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის აღსანიშნავია, ვიქტორინა - „ვინ უკეთ, ვინ სწრაფად“, რომელიც VIIIა კლასში, ბიოლოგიაში ჩატარდა. კონკურსს მასწავლებელი ე. გაბელაია ხელმძღვანელობდა.
ვიქტორინა მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა, ბავშვებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო მიღებული ცოდნის გაანალიზება და განმტკიცება ადამიანის ორგანოების, ორგანოთა სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციაზე, სასიცოცხლო თვისებებზე, ჯანმრთელობასა და მავნე ჩვევებზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა