საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ
14-07-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. წელს გიმნაზიას 6 მედალოსანი ჰყავს. 

ამჟამად აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, გამოცდებზე გიმნაზიის 38 კურსდამთავრებულია რეგისტრირებული.  გიმნაზიაში კი მათ განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ. 

გიმნაზიის კურსდამთავრებული აბიტურიენტებისათვის, წირვის დასრულების შემდეგ, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ტაძრის სკვერში - „გონების შემატების“ ხატთან, ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღასრულა.

გიმნაზიის დირექცია ყოველდღიურად თვალყურს ადევნებს გამოცდების მიმდინარეობას და ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203