თბილისის N166 სკოლის პედაგოგი მარინე კაპანაძე სამეცნიერო ფესტივალზე საინტერესო პროექტით წარდგა
14-07-2023
თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ.
მათ შორისაა, აქტიური პედაგოგი მარინე კაპანაძე, რომელიც სამეცნიერო ფესტივალს შეუერთდა.
24 ივნისს, ილიას სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს მესამე ეროვნული ფესტივალი - „მეცნიერება მთავარ როლში“.
ფესტივალზე საკუთარი პროექტი წარადგინა თბილისის N166 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა მარინე კაპანაძემ.
პროექტმა გამოიწვია დიდი ინტერესი და დადებითი შეფასება.