თბილისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგები - მარიამ ჩხეტიანი და ინგა შავაძე სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობდნენ 
14-07-2023
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ განათლებას სთავაზობენ და პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე თავადაც ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ. 

მათ შორის არიან პედაგოგები - მარიამ ჩხეტიანი და ინგა შავაძე, რომლებიც სამეცნიერო ფესტივალს შეუერთდნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ივნისს გაიმართა მესამე ეროვნულ ფესტივალი - „მეცნიერება მთავარ როლში“. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა 24 პროექტი იყო წარდგენილი.

მარიამ ჩხეტიანმა და ინგა შავაძემ ფესტივალზე თბილისის N23 საჯარო სკოლის კლუბის - „სტემ ოცდამესამელების“ გარემოსდაცვითი პროექტი წარადგინეს.

კლუბის ხელმძღვანელებმა კონფერენციის მონაწილეებს და სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და გააცნეს თბილისის N23 საჯარო სკოლის კლუბის განხორციელებული პროექტის მიზნები, ამოცანები, ჩატარებული აქტივობები და შედეგები. ამასთანავე გაიზიარეს სხვა მასწავლებლების საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც სკოლაში დანერგავენ.

ფესტივალის დასასრულს გამოვლინდა 4 პროექტი, რომლის პრეზენტაციაც 2024 წელს ფინეთში საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება. 

ღონისძიების დასასრულს ფესტივალის მხარდამჭერებისგან მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203