კალის საჯარო სკოლის დირექტორი რაულ გულბანი აბიტუტიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე ჩაბარებას უსურვებს
14-07-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

პედაგოგებმა, დირექტორის რაულ გულბანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაცემად ყველაფერი გააკეთეს. 

სკოლა წელს სამმა მე-12 კლასელმა დაამთავრა. სამივე უმაღლეს სასწავლებელში აბარებს - სკოლაში მომავალ იურისტს, ეკონომისტსა და უცო ენების სპეციალისტს გულშემატკივრობენ. 

აბიტურიენტების დიდი გუშემატკივარია კალის საჯარო სკოლის დირექტორი რაულ გულბანი. ის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფალულტეტზე ჩაბარებას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203