დედალაურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ბარბარე ქუთათელაძე ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ სიღრმისეულ ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩათულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც სახეზეა.
სკოლაში ამჯერად, XI კლასის მოსწავლის - ბარბარე ქუთათელაძის წარმატებას აღნიშნავენ.
ბარბარე ქუთათელაძემ ევროპის უნივერსიტეტის ინტელექტის ოლიმპიადაში წარმოაჩინა შესაძლებლობები და წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
„დირექცია და სკოლის საზოგადოება ულოცავს, XI კლასის წარმატებულ მოსწავლეს, სერტიფიკატის მიღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: