დაბლაციხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მაია ჩხიკვაძე და მე-12 კლასის მოსწავლე თორნიკე ძნელაძე STEAM კონფერენციაში მონაწილეობდნენ
14-07-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, სწავლებისას ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების გამოყენებას დიდი ყურადღება ეთმობა. ფიზიკის მასწავლებელი მაია ჩხიკვაძე მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.

დაბლაციხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მაია ჩხიკვაძე და მე-12 კლასის მოსწავლე თორნიკე ძნელაძე, 13 ივლისს მიიწვიეს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში STEAM კონფერენციაზე. მოსწავლე-მასწავლებელი კონფერენციაზე საინტერესო პროექტით - „ღამის განათების დიდური ნათურებით სკვერის მოწყობა“ წარდგნენ. პროექტმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203