ქუთაისის N40 სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოაწყო
13-07-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგები აკადემიური წლის განმავლობაში მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობას სთავაზობდნენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებოდნენ.
მათ შორის ერთ-ერთი იყო ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართული მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომლის ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი - ია კლდიაშვილი გახლდათ.
„გამოფენაზე წარმოდგენილი იყო V-IX კლასების მოსწავლეთა შექმნილი ფერწერული და გრაფიკული, სხვადასხვა ჟანრის (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, ყოფითი, ანიმალისტური), კუბისტურ და აბსტრექტულ სტილში შესრულებული ნამუშევრები“, - გვიყვებიან სკოლაში.
გამოფენაში ასევე მონაწილეობდა მე-4 კლასის მოსწავლე ნანო გოდერიძე.
ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენაში მონაწილე მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა