
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკი გრძელდება. მოსწავლეები ზაფხულის დღეებს საინტერესოდ და ნაყოფიერად ატარებენ და ჩართულნი არიან საინტერესო, სახალისო აქტივობებში, რაც მოწაფეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.
„მხიარულთა და საზრიანთა ბანაკი - „ძევრის სკოლა 2023“ დიდი აქტიურობით წარიმართა. ბანაკის მონაწილეებს გემრიელი ნაყინით გაუმასპინძლდა რესტორანი - „ძერული“ ძალიან დიდი მადლობა მრავალფუნქციურ დაწესებულების ადმინისტრაციას და დამფუძნებელ მარლენ სულამანიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ძევრის საჯარო სკოლა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას არდადეგებზეც არ წყვეტს.
იხილეთ ვიდეო: