„პოეზია უპირველეს ყოვლისა!“ - მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება 
13-07-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

აკადემიური წლის ბოლოს მოსწავლეება ცოდნა შეაჯამეს და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს. 

„პოეზია უპირველეს ყოვლისა!“ - ამ სახელწოდების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა მოლითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლოს.

მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეთა მოწყობილ ღონისძიებაზე შესრულდა ქართული პოეზიის უკვდავი ნიმუშები. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად წარმოადგინეს გალაკტიონ ტაბიძის, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, შოთა ნიშნიანიძის და სხვათა შემოქმედებიდან ყველასათვის საყვარელი ლექსები.

„მადლობას ვუხდით ჩვენს ჭკვიან, ყოჩაღ, ნიჭიერ მოსწავლეებს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ მათ!“,- აღნიშნავენ სკოლაში სადაც მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს ასწავლიან და მოწაფეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203