ოჩესა და ტალერის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებელის - ელიკო აკობიას საერთაშორისო ჯილდო
13-07-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის ოჩეს და ტალერის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებელი ელიკო აკობია პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობს. 

სწორედ აქტიურობისა და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ის 21-ე საუკუნის ციფრული უნარების საერთაშორისო პლატფორმამ დააჯილდოვდა. 

„ელიკო აკობია გახდა საერთაშორისო გლობალური ჯილდოს „გამოჩენილი მასწავლებელი“ მფლობელი. ჯილდო მას გადაეცა თავისი შრომისმოყვარეობის, საგანმანათლებლო საქმიანობაში დიდი წვლილის შეტანისა და საერთაშორისო დონეზე აქტიურობისათვის,  რომელმაც წარმატება მოუტანა, როგორც სკოლებს, ასევე მოსწავლეებს. მან წარმოაჩინა თავისი ორივე სკოლა მსოფლიო ასპარეზზე. ჯილდო პედაგოგს გადასცა 21-ე საუკუნის ციფრული უნარების პლატფორმამ - 21St Digi Skillzs, რომელშიც აქტიურად არის ჩართული“,- ვკითხულობთ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203