ერისიმედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ კონკურსში 
13-07-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.

მათ შორის აღსანიშნავია, გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ , რომელშიც მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. მოსწავლეთა გუნდმა - „იმედი“ კონკურსის მეორე ტურში პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203