ყელქცეულის საჯარო სკოლისა და ხელმძღვანელის - მარინე ტაბატაძის მორიგი ჯილდო და აღიარება
12-07-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი - მარინე ტაბატაძე წარმატებული და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებასა და სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივევაზე აქტიურად ზრუნავს. ის მათ განვითარებაში უდიდეს შრომას დებს, რაც უყურადღებოდ არ რჩება.  განათლების სფეროს გაუმჯობესებისთვის გაწეული ღვაწლისთვის მას უამრავი ჯილდო და სიგელი აქვს მოპოვებული.

ამჯერად, მან საუკეთესო სკოლის ხელმძღვანელის ჯილდო მიიღო.

„ეს ჯილდო არის ჩვენი მადლიერების გამომხატველი, რომელიც დირექტორს გადავეცით განათლების სფეროში თავდადების, უდიდესი წვლილისა და ერთგულებისთვის“, - ვკითხულობთ სიგელზე.

ის ასევე აქტიურად მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც განათლების სფეროს გაუმჯობესებას ხელს უწყობს, რაც ყურადღების მიღქმა არ დარჩენილა.

„ვულოცავ, სრულიად სასკოლო საზოგადოებას მსოფლიო აღიარებას და უამრავ წარმატებასა და გამარჯვებას გისურვებთ ძვირფასებო!“, - აღნიშნავს მარინე ტაბატაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203