ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას სასწავლო წლის დასრულების შემდგომაც აგრძელებს.
სკოლაში პედაგოგების - თამილა კირკიტაძისა და თამარ გუნიავას ხელმძღვანელობით, ბანაკი სახელწოდებით - „ტაბაკინი 2023“ გაიხსნა. მათ დაეხმარა სკოლის კურსდამთავრებული - ლევან გორგაძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა. მონაწილეები ჯგუფებად დაკომპლექტდნენ, გაიცნეს ლიდერები, თავიანთი გუნდები წარადგინეს, მოიფიქრე მისი სახელი და ლოგო.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებს აქვთ საკუთარი ორიგინალური შეძახილი, რაც მათ შემოქმედობითობას წარმოაჩენს.
ბავშვები აღნიშნული ბანაკის მეშვეობით საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ.