ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მიდელაშვილმა საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზა
12-07-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლას მოსწავლეები სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად სკოლაში, გიორგი მიდელაშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის XII კლასის მოსწავლე გიორგი მიდელაშვილი მონაწილეობდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - გიორგი კანდელაკის სახელობის XIII საერთაშორისო ტურნირში, ახალგაზრდებს შორის და 57კგ. წონით კატეგორიაში, კრივში, მესამე ადგილი მოიპოვა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.  

„ბოგვის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავს გიორგის და უსურვებს წარმატებებს შემდგომ სპორტულ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203