„ბუნებაში გამოძერწილი საგანძური“ - დიდი სმადის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი პროექტი
12-07-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით, ნაყოფიერი იყო პროექტებით სწავლება.

მათ შორის, დიდი სმადის საჯარო სკოლამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული „სასკოლო აქტივობების წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, პედაგოგების - ნინო მაისურაძისა და თინათინ ტეფნაძის ხელმძღვანელობით, განახორციელა პროექტი - „ბუნებაში გამოძერწილი საგანძური“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ და მოენახულებინათ რაიონში არსებული ღირსშესანიშნაობები, ასევე აემაღლებინათ ეროვნული ცნობიერება. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გასვლითი აქტივობები, რომელშიც VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. „მათი აქტიურობა ემსახურება პროექტის სისრულეში მოყვანას“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203