თბილისის N86 სკოლის მეორეკლასელი ანდრია მიქელაშვილის წარმატება მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში
12-07-2023

თბილისის N86 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია სასკოლო საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად სკოლაში მეორე კლასის მოსწავლის ანდრია მიქელაშვილის წარმატებას აღნიშნავენ. 

ანდრია მიქელაშვილმა კლასიკური მუსიკის მე-5 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში - „ნიჭიერი კლასიკოსები“ მიიღო მონაწილეობა და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიმსახურა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ ანდრიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ უამრავ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203