დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ვიდეოსიუჟეტი მოამზადეს
12-07-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში საინტერესო 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ნაყოფიერი იყო კომპლექსური დავალებებით სწავლება, პედაგოგებმა მოსწავლეებს არაერთი საინტერესო დავალება შესთავაზეს. 

მათ შორის აღსანიშნავია, მერვეკლასელთა კომპლექსური დავალება, რომელიც მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - გოარ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით შეასრულეს. 

მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შეარჩიეს ახალქალაქში მდებარე ისტორიულ-არქიტექტურული შენობა და მოამზადეს ვიდეოსიუჟეტი მის შესახებ. მათ:

  • გადაიღეს შერჩეული შენობა;
  • აღნიშნეს მისი ადგილმდებარეობა და მონაცემები;
  • აიღეს საინტერესო ინტერვიუ სპეციალისტებისაგან.

დავალება, ასევე, ბავშვებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს კლასში და ისაუბრეს იმ აქტივობების შესახებ, რომელიც განახორციელეს. 

როგორც სკოლაში გვყვებიან, კომპლექსური დავალების მიზანი იყო, კიდევ ერთხელ, სკოლის მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობა სოფელში/ქალაქში არსებული ისტორიულ-არქიტექტურული შენობების დაცვის საკითხებისადმი და ახალგაზრდების უფრო აქტიური მონაწილეობა ამ საკითხების მოგვარებაში. 

ასევე, ბავშვების გადაწყვეტილება იყო მშობლებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვა, რათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განადგირებისგან ერთობლივი ძალებით გადაარჩინონ. 

იხილეთ მოსწავლეთა ვიდეოსიუჟეტი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203