„როდესაც პირველკლასელი მასწავლებელს ახლოს გაიცნობს, მისთვის გარემოსთან შეგუება უფრო მარტივია“- ზაურ სილაგაძე, მახაშის საჯარო სკოლის დირექტორი
11-07-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლას პროფესიონალი, სასკოლო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - ზაურ სილაგაძე ჰყავს. 

მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლე-მასწავლებლებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. დირექტორის კომპეტენტური აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა. ამჯერად მას etaloni.ge-მ მიმართა კითხვით - პირველკლასელებს ყველა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი უნდა ასწავლიდეს თუ არა?

„მიმაჩნია, რომ პირველკლასელებს სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების გარდა, სხვა საგნებს, ერთი და იგივე მასწავლებელი უნდა ასწავლიდეს. ეს საგნები სპეციფიკურია. ბავშვი სასწავლო პროცესში პირველი კლასიდან ერთვება და ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ის ერთ მასწავლებელს ახლოს გაიცნობს, მისთვის გარემოსთან შეგუება უფრო მარტივია“,- აღნიშნა ზაურ სილაგაძემ. 
 
ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში 6 პირველკლასელს ელოდებიან, მათ სკოლაში მეგობრული გარემო და პროფესიონალი პედაგოგები დახვდებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203