ერკეთის საჯარო სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა
08-05-2018
ერკეთის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მასწავლებელმა ალექსანდრე ცინცაძემ თემის შესახებ ზოგადი მიმოხილვა გააკეთა, მოსწავლეებმა კი მათ მიერ დამზადებული პლაკატები და ფერადი სლაიდები წარმოადგინეს. ამავდროულად, ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია შედგა, სახელწოდებით - „ბულინგი სკოლაში“.

მოსწავლეთა სამმა ჯგუფმა სიტუაციური პრობლემაც გადაწყვიტა, რომლის შინაარსიც იყო - ვინ და როგორ აგვარებს ბულინგის შემთხვევას სკოლაში. 

დასასრულს, ღონისძიება სკოლის დირექტორმა თენგიზ ოსეფაიშვილმა შეაჯამა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203