„ვერ მოხერხდება, პირველ კლასში ერთმა მასწავლებელმა ყველა საგანი ასწავლოს“- ინგა ასანიძე, ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი
11-07-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის 10 პირველკლასელს ელოდებიან. 

ამ დროს, ბავშვები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. სასკოლო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, პირველკლასელებს ყველა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი უნდა ასწავლიდეს თუ არა. ამ საკითხზე etaloni.ge-ს მოსაზრება ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ასანიძემ გაუზიარა.

მისი თქმით, ნავარძეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს რამდენიმე პედაგოგი ასწავლის. 

„ჩემს სკოლაში ყველა საგანს ერთი მასწავლებელი არ ასწავლის. სპორტი, მუსიკა, ხელოვნება ცალკე საგნებია. ეს საგანები დაწყებითების გამოცდაზე ქართულთან, მათემატიკასთან და ბუნებისმეტყველებასთან ერთად, არ ბარდება. ამდენად, მაინც ვერ მოხერხდება, რომ ერთმა მასწავლებელმა ყველაფერი ასწავლოს. იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე, ბავშვები სასკოლო ცხოვრებას შეეგუონ, ერთ მასწავლებელთან კონტაქტი უმჯობესია, თუმცა მეორე საკითხიცაა, როდესაც ადრე პირველიდან მეოთხეს ჩათვლით, ერთი მასწავლებელი ჰყავდათ, მერე მე-5 კლასში სხვადასხვა პედაგოგთან კონტაქტი უჭირდათ“,- ამბობს დირექტორი. 

როგორც დირექტორმა აღნიშნა, მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს აგვისტოში სკოლაში მიიწვევენ, გარემოს დაათვალიერებინებენ და დამრიგებელს გააცნობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203