„მასწავლებლები განახლების სკოლიდან“ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
11-07-2023

„21-ე საუკუნეში, როცა ადამიანებმა განათლების მიღების წყაროდ კომპიუტერი და ინტერნეტსივრცე გამოიყენა, მასწავლებლის პროფესიამ გადაინაცვლა უკანა ფონზე. აუცილებელია, საზოგადოების ცალკეულმა ფენებმა გაათვითცნობიერონ, რომ ცოცხალი ურთიერთობებით განათლების მიღება უფრო მნიშვნელოვანია“,-აღნიშნავენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სადაც, სწორედ ამ მიზნით, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტი -  „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“ ხორციელდება. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია:

• აჩვენონ საზოგადოებას მასწავლებლის პროფესიის დადებითი მხარეები, ისაუბრონ თითოეული მასწავლებლის საქმიანობის შესახებ.

•  საზოგადოებაში, კერძოდ ახალგაზრდებში, აამაღლონ ცნობიერება და გაუწიონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203