ზესტაფონის N4 სკოლის მასწავლებლები ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
11-07-2023
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“. 

პროექტს ევროპის საბჭო პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტის მიზანია დემოკრატიული კულტურის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლე- ახალგაზრდობის გაზრდილი მონაწილეობით.

პროექტის ფარგლებში, 8-9 ივლისს თბილისში, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული 20 საპილოტე სკოლის წარმოამდგენლები, მათ შორის ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები - ირმა კიკნაველიძე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) და ნინო დავლაძე(საზოგადოებრივი მეცნიერებები).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა იყო საინტერესო და დატვირთული მრავალფეროვანი აქტივობებით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203