ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა ეკოპაექრობა
11-07-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა გაიმართა. მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავდნენ.
მათ შორის, პედაგოგ ია კლდიაშვილის სადამრიგებლო მე-6ბ კლასში, სასკოლო პროექტის - „გარემო ჩვენს ირგვლივ“ ფარგლებში ეკოპაექრობა ჩატარდა. მას ბუნების მასწავლებელი ნათია ფაჩუაშვილი უძღვებოდა.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს რთული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის უნარი გამოევლინათ, საკუთარი აზრი გამოეხატათ და დაეცვათ. შეირჩა 3 გუნდის შემადგენლობა.
მოსწავლეებს 3 კვირით ადრე დაევალათ ამოცანები თემებზე - „უპატრონო ძაღლები“, „წყლის დაბინძურება“ და „ნაგავი“. მათ მონდომებით იმუშავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ეკოპაექრობა“ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რადგან თითოეულ ჯგუფს უწევდა ყოფილიყო მომხსენებელი, ოპონენტი და რეცენზენტი. საინტერესო იყო ისიც, რომ, ყოველ „პაექრობაში“ განიხილებოდა სხვადასხვა ამოცანა. მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ თითოეულ ამოცანაში მოცემულ პრობლემებს. „ეკოპაექრობა“ ძალიან საინტერესოდ წარიმართა მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი მომავალ წელს „ეკოპაექრობაში“ გამოიწვიონ მე-6ა კლასი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა