
ალექსანდრე შარაშიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული, ღირსეული თაობის აღზრდა პრიორიტეტული საზრუნავია. როგორც თავად გვიყვება მოტივაციას პედაგოგებთან ერთად მუშაობა და სწავლა-აღზრდის პროცესი აძლევს. მისი მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს განათლებული, ინტელექტუალური და ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ალექსანდრე შარაშიძესთან.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ფრიად წარმატებული მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში. როგორც განათლების სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების დახმარებით, წელი დატვირთული იყო მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობებით, რომელის მიზანიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება გახლდათ.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მეტი დრო დაუთმონ შვილებს ოჯახში სწავლისათვის, რათა სამშობლოს აღვუზარდოთ ღირსეული მომავალი.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- ბავშვები ქვეყნის ხვალინდელი დღეა.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- დღესა და ღამეს ვასწორებდი მეცადინეობით.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- თუ კარგად ისწავლით, სამშობლოს მეტად გამოადგებით და უფრო ძლიერი ქვეყანა გვექნება.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- არდადეგების დასაწყისში, დირექტორო მიყვარხარ და მომენატრები.
- მოტივაციას მაძლევს...
- სკოლის პედაგოგთა ერთობლივი ზრუნვა მომავალი თაობის სწავლა-აღზრდისათვის.