
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
ანა ჯამასპიშვილს, ზუკა უსენაშვილსა და რობიკო ოზბეთელაშვილს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერებით 26 მოსწავლე დაჯილდოვდა.
მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონაილი 8 ივლისს მუსიკალურ ღონისძიებაზე გაიმართა. მათ შორის იყო ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე, რომლებაც დამსახურებული ჯილდო საზეიმოდ გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: