„არა ძალადობას!“- თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პერფორმანსი
თბილისის N129 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა მოსწავლეებს მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო პროცესი შესთავაზეს. ამასთან, სკოლის მასწავლებელბი მომავალ თაობას საგნობრივ ცოდნასთან ერთად, კაცთმოყვარეობასა და ტოლერანტობას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. ამის მაგალითია შთამბეჭდავი პერფორმანსი, რომელითაც მოსწავლეებმა ძალადობა დაგმეს. თბილისის N129 საჯარო სკოლაში, პროექტული სწავლების ფარგლებში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ძალადობის თემაზე გაიმართა პერფორმანსი - მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივითა და მონაწილეობით.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აქტივობას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თინიკო მუჯირიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლაში მადლობას უხდიან დირექციას, რომელიც მსგავსი აქტივობების აქტიური მხარდამჭერია.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სკოლის დირექციას და ვიდეორგოლისათვის XI კლასის მოსწავლეს ირაკლი ჯალაბაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ
ბმული: