ქუთაისის N40 სკოლაში მე-7 კლასის წარჩინებული მოსწავლის - ხატია ბაკურაძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა
11-07-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - ია კლდიაშვილმა მოაწყო მე-7ა კლასის წარჩინებული მოსწავლის - ხატია ბაკურაძის ნახატების პერსონალური გამოფენა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ის დიდი ხანია, ხატვით არის გატაცებული, რასაც მისი მრავალფეროვანი ნამუშევრები ადასტურებს.
„ხატია საინტერესოდ გადმოსცემს ადამიანის განწყობას პორტრეტებში, მისი მხატვრული გემოვნება იგრძნობა ფერთა პალიტრაში“,-აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ გამოფენის სახელწოდება, ნახატების ხასიათიდან გამომდინარე, იყო “ფერებით მოთხრობილი ამბები”.
გამოფენამ დამთვალიერებელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„გზა დავულოცოთ ნიჭიერ გოგონას ხელოვნების მწვერვალებისაკენ. მას საამისოდ ყველა მონაცემი აქვს, რაც მთავარია, ის დიდი პასუხისმგებლობით და მონდომებით ასრულებს ყველა ნამუშევარს და მომავალ პროფესიად მხატვრობა აქვს არჩეული“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა