ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით, საფეხბურთო ტურნირი - „ვლაქერნობა 2023“ ჩატარდა
11-07-2023
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ სპორტის მუზეუმის მხარდაჭერით, საფეხბურთო ტურნირი - „ვლაქერნობა 2023“ ტარდება.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დაცული სიწმინდის - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსისადმი მიძღვნილი ტურნირი მეტად საინტერესოდ წარიმართა.
8 ივლისს, სპორტ- კომპლექსის შენობაში, გასულ კვირას ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დაწყვილებული გუნდების რიგით მე-4 ფინალური თამაშები გაიმართა.
თამაშები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდა:
1) დადიანების ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი - ჭკადუაშის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (16:00 სთ-ზე);
2)ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - დავითიანი ( ოირემეს ) მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარი (17:00 სთ-ზე);
3) ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარი- ყოვლადწმინდა სამების სახელობი მშენებარე ტაძარი (18:00 სთ-ზე);
4) წმ.პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი- კომბინატის წმ. დავით მეფის აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი (19:00 სთ-ზე).
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა