„აი ია და შემდეგ ის, რასაც ქართველობა ქვია“ -ქობულეთის №2 საჯარო სკოლის ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
08-05-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის №2 საჯარო სკოლის V კლასში  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია -„აი ია და შემდეგ ის, რასაც ქართველობა ქვია“ ჩატარდა. 

ღონისძიება კლასის დამრიგებელმა ისტორიის პედაგოგმა გიული მჟავანაძემ  და მუსიკის პედაგოგმა ანჟელა ოქროპირიძემ მოამზადეს. 

მეხუთეკლასელებმა დედა ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და პატრიოტული თემატიკის სიმღერები იმღერეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203